საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე

31 ოქტომბერი 2023, 14:48 648 ნახვა

საქართველოს კაც ძიუდოისტთა ნაკრებში, რომელიც ევროპის 2023 წლის ჩემპიონატზე გამოსასვლელად ემზადება, ერთი ცვლილება მოხდა.მძიმეწონოსანი გელა ზაალიშვილის ნაცვლად კონტინენტის პირველობაზე გიორგი ტერაშვილი იჭიდავებს.მამაკაცთა შორის ევროპის ჩემპიონატზე გიორგი სარდალაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე, ილია სულამანიძე და გურამ თუშიშვილი. ევროპის პირველობაზე ექვსი ძიუდოისტით წარსდგება საქართველოს ქალთა ნაკრები: ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე, ეთერ ასკილაშვილი, ნინო გულბანი, მარიამ ჭანტურია და სოფიო სომხიშვილი. შეგახსენებთ, რომ შარშან ევროპირველობაზე საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე გახდნენ, ბრინჯაოს მედლებს კი გურამ თუშიშვილი და ეთერ ლიპარტელიანი დაეუფლნენ. ევროპის ჩემპიონატი 3-5 ნოემბერს საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი