31 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბერგამოს ჩელენჯერის ძირითად ბადეში ვერ გავიდა. ის კვალიფიკაციის გადამწყვეტ რაუნდში მსოფლიოს 234-ე ჩოგანს, ბრიტანელ ბილი ჰარისს შეხვდა და ორ სეტში - 5:7, 1:6 დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ ბერგამოს ჩელენჯერის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში ბასილაშვილმა ლიბანელ ჰადი ჰაბიბს 6:4, 6:4 სძლია და ეს, უკანასკნელი რვა თვის განმავლობაში მისი პირველი გამარჯვება გახლდათ.