გიორგი თოხაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონია 

31 ოქტომბერი 2023, 10:15 459 ნახვა

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მსოფლიოს 23-წლამდე ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს პირველი ოქროს მედალი გიორგი თოხაძემ მოუტანა. ფინალამდე ქართველმა ფალავანმა მოპლდოველი, ყირგიზი და აზერბაიჯანელი მეტოქეები დაამარცხა. ფინალში თოხაძე ყაზახ კურბაევს დაუპირისპირდა, 9:0 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.

ბრინჯაოს მედალი მოიპოვა აჭარის საჭიდაო სკოლის აღზრდილმა ხვიჩა ანანიძემ. საქართველოს ნაკრებმა 23-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა სამი მედლით დაასრულა - შეგახსენებთ, რომ მანამდე ვიცე-ჩემპიონი რომეო ბერიძე გახდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში