ისრაელის არმია ღაზის მკვიდრებს ევაკუაციისკენ მოუწოდებს

30 ოქტომბერი 2023, 10:30 536 ნახვა

ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში მცხოვრებ  პალესტინელებს სამხრეთით ევაკუაციისკენ  მოუწოდებს.

"ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩვენ მოვუწოდებთ ჩრდილოეთ ღაზის სექტორისა და ღაზის ქალაქის მოსახლეობას დროებით გადაადგილდნენ სამხრეთით. სამხრეთისკენ გადაადგილება მათი პირადი უსაფრთხოებისთვისაა" - განაცხადა ისრაელის არმიის ოფიციალურმა  წარმომადგენელმა კონტრადმირალმა დანიელ ჰაგარიმ. 

ისრაელის არმია აგრძელებს ღაზის სექტორში სამიზნეების განადგურებას და სახმელეთო ოპერაციებს სექტორის ჩრდილოეთით. ისრაელის თავდაცვის ძალებმა რეიდი ჩაატარეს ქალაქ ჯენინში.

შეტაკების დროს ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამი პალესტინელის, მათ შორის ისლამური ჯიჰადის შტოს, ჯენინის ბრიგადის დამფუძნებლის ვიამ ჰანუნის ლიკვიდაცია განახორციელეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი