ინდოეთის სამხრეთში მდებარე ანდჰრა პრადეშის შტატში სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. დაშავებულია 50 ადამიანი. ამის შესახებ რკინიგზის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.
შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამართალდამცველები დაზიანებულ ვაგონებს ათვალიერებენ და ავარიის მიზეზის დადგენას ცდილობენ. ავარია მოხდა მაშინ, როდესაც სამგზავრო მატარებელი საჰაერო კაბელის გაწყვეტის გამო გაჩერდა და მას უკანა მხრიდან მეორე მატარებელი შეეჯახა.
შეჯახების შედეგად სამგზავრო მატარებლის ორი ვაგონი რელსებიდან გადავარდა. წინასწარმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ავარიის მიზეზი ადამიანური შეცდომა იყო.