უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 60-მდე სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

30 ოქტომბერი 2023, 09:47 575 ნახვა

გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის 60-მდე შეტევა მოიგერიეს. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსი ოკუპანტები ცდილობდნენ აღედგინათ დაკარგული პოზიციები ზაპოროჟიის რაიონის სოფელ რობოტინოსთან, ასევე დონეცკის ოლქის სოფელ ანდრეევკასთან, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს.

პარალელურად ვრცელდება ინფრომაცია, რომ რუსულმა ძალებმა ქალაქ ხერსონის ცენტრალური უბანი დაბომბეს, შედეგად დაიღუპა 1 ქალი, დაშავდა 3 ადამიანი და დაზიანდა ინფრასტრუქტურა.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში მოხდა 60-მდე სამხედრო შეტაკება. მთლიანობაში მტერმა განახორციელა 1 რაკეტა და 88 საჰაერო დარტყმა, 70 შეტევა განხორციელდა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ჩვენი ჯარების პოზიციებზე და დასახლებული ტერიტორიები"- აცხადებენ უკრაინის გენშტაბი.

მათივე ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას მელიტოპოლის მიმართულებით, ზარალს აყენებენ საოკუპაციო ძალებს ცოცხალი ძალითა და აღჭურვილობით.

გენშტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალების თვითმფრინავებმა 16 დარტყმა განახორციელეს იმ ადგილებში, სადაც მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობა, იარაღი და სამხედრო ტექნიკაა თავმოყრილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი