ხულოში, საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკის ვახტანგ ჩიტაძის სახელობის ტურნირი მოეწყო ქართულ ჭიდაობაში.
შეჯიბრებაში აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან 2009-2011 წელს დაბადებული სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
იგეგმება, რომ შეჯიბრება მომავალი წლიდან რესპუბლიკური ტურნირი გახდეს.
საპრიზო ადგილებზე გასული მონაწილეები მედლებით, თასებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.