პარიზის "სტად დე ფრანსზე" რაგბიში მსოფლიოს 2023 წლის თასის ფინალი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ახალი ზელანდიისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებები შეხვდნენ.
დაძაბულ ბრძოლაში "ბოკემ" 12:11 გაიმარჯვა და ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი მეოთხედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.
სამხრეთ აფრიკის ნაკრები მსოფლიოს თასის გათამაშებებში 1995 წლიდან მონაწილეობს.
გუნდი ჩემპიონი 1995 წელს, 2007-ში, 2019-ში და 2023-ში გახდა.