დღეს ფეხბურთში საერთაშორისო ტურნირი - „ბათუმის თასის“ გათამაშება დაიწყო, რომელიც ბათუმის „დინამოს“ 100 წლის იუბილეს ეძღვნება.
შეჯიბრებაში სხვადასხვა ქვეყნის 15-წლამდე ბავშვების რვა გუნდი იბრძოლებს. ესპანური „ვალენსია“„ალკმაარი“, მარსელის „ოლიმპიკი“და „რიზესპორი“ (თურქეთი).
საქართველოს ტურნირზე ბათუმის „დინამო“, „დინამო თბილისი“ და ქუთაისის „ტორპედო“ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო აკადემია წარმოადგენენ.