საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 31-ე ტური სამტრედიაში, ადგილობრივი გუნდისა და ბათუმის „დინამოს“ დაპირისპირდებით დაიწყო.
საქართველოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონი ფავორიტად მოიაზრდებოდა და სტატუსი გაამართლა. ზღვისპირელებმა მასპინძლებს პირველ ტაიმში ორი გოლი გაუტანეს. მესამე და 41-ე წუთებზე თავი ირაკლი ბიძინაშვილმა და ვლადიმერ მამუჩაშვილმა გამოიჩინეს.
მეორე ტაიმში მასპინძლებმა ერთი გოლი გაქვითეს, მაგრამ ფაცაციამ სტატუს-ქვო მალევე აღადგინა და ანდრეი დემჩენკოს გუნდმა აქტივში მორიგი სამი ქულა ჩაიწერა.
მომდევნო ტურში, რომელიც 3 ნოემბერს გაიმართება, ბათუმის დინამო გაგრას უმასპინძლებს.