დღეს საერთაშორისო ტურნირის - „ბათუმის თასის“ გათამაშება იწყება, რომელიც ბათუმის „დინამოს“ 100 წლის იუბილეს ეძღვნება. თამაშები პირველ ნოემბრამდე გაგრძელდება. მთავარი პრიზისთვის სხვადასხვა ქვეყნის 15-წლამდე ბავშვების რვა გუნდი იბრძოლებს.
ტურნირზე ოთხი პოპულარული კლუბის ახალგაზრდულ გუნდს ვიხილავთ. „ბათუმის თასზე“ მონაწილეობას მიიღებენ: „ვალენსია“„ალკმაარი“, მარსელის „ოლიმპიკი“და „რიზესპორი“. საქართველოს ტურნირზე წარმოადგენენ: ბათუმის „დინამო“, „დინამო თბილისი“, ქუთაისის „ტორპედო“ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო აკადემია. მატჩები ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე მდებარე ფეხბურთის ფედერაციის ახალი ცენტრში გაიმართება, რომელიც საგანგებოდ ევრო 2023-სთვის აშენდა.
საერთაშორისო ტურნირის, „ბათუმის თასის“ ფინალური მატჩი პირველ ნოემბერს, „ბათუმი არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება.