რეგიონის წარმატებულ სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს აჭარის განათლების სამინისტროში შეხვდნენ. მათ შორის იყვნენ მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი თავისუფალ ჭიდაობაში შოთა ფარტენაძე, ბავშვთა ოლიმპიადის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში კობა გოგუაძე, კონტაქტურ კარატეში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონატის მონაწილეები დათა ფუტკარაძე და დავით მსხალაძე, რომელიც ტოკიოში გამართულ ჩემპიონატზე მსოფლიოს 16 საუკეთესო მებრძოლს შორის მოხვდა.
სპორტსმენებმა განვლილ ტურნირებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.