აბუ დაბიში დასრულდა ძიუდოს გრანდ სლემი. შეჯიბრების ბოლო დღეს ექვსმა ქართველმა იასპარეზა, თუმცა ფინალურ ბლოკში მხოლოდ ორი - გიორგი ჯაბნიაშვილი და საბა ინანეიშვილი გავიდა, თუმცა ამათგან მედლის მოპოვება მხოლოდ 20 წლის ჯაბნიაშვილმა მოახერხა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში ესტონელი მეტოქე დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი მედალი იყო. ტურნირის ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი გახდა.