უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი წრე მესამე ტურის რვა შეხვედრით დასრულდა. პარი სენჟერმენმა მილანს უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.
ბარსელონამ საკუთარ მოედანზე დონეცკის შახტარი მიიღო და 2:1 გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ შახტარის რიგებში საგოლე გადაცემა საქართველოს ნაკრების ირაკლი ზაროვის ანგარიშზეა.
სხვა შეხვედრები კი ასე დასრულდა: ფეიენორდი-ლაციო 3:1; სელტიკი-ატლეტიკო 2:2; ნიუკასლი-დორტმუნდი 0:1; ლაიფციგი-ცრვენა ზვეზდა 3:1; იანგ-ბოიზი-მანჩესტერ სიტი 1:3 ანტვერპენი-პორტო 1:4. დღეს ევროპალიგისა და კონფერენსლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩები გაიმართება.