გაიმართა საქართველოს "დავით ყიფიანის" თასის დარჩენილი ორი მეოთხედფინალური მატჩი. წყალტუბოს სამგურალმა ზესტაფონში დინამო თბილისს პენალტების სერიაში სძლია, ხოლო ფოთის კოლხეთმა ქუთაისის ტორპედოს 103-ე წუთზე გატანილი გოლით მოუგო.
ნახევარფინალებში ფოთის კოლხეთი ბათუმის დინამოს უმასპინძლებს, საბურთალო კი გასვლით მატჩს სამგურალის წინააღმდეგ გამართავს. ნახევარფინალური მატჩები 7 ნოემბერს გაიმართება.