„რაგბირამას“ ინფორმაციით, მსოფლიო რაგბიმ 2026 წლიდან ახალი ტურნირის - ერთა თასის დაარსება გადაწყვიტა, რომელშიც პლანეტის უძლიერესი 12 ნაკრები იქნება ჩართული, ბორჯღალოსნებს და ტიერ ორის სხვა წევრებს კი ჩელენჯერის სერიით დაკმაყოფილება მოუწევთ, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრები წლების განმავლობაში წამყვან ნაკრებებთან თამაშის საშუალება აღარ ექნება. ამასთან ერთად, 2026 წლიდან ამოქმედდება მსოფლიო ლიგა, რომელიც ორ თორმეტ გუნდიან - ა და ბე დივიზიონად დაიყოფა.
შეჯიბრება ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება. 2030 წლიდან კი, დაქვეითება-აღზევების სისტემა ამუშავდება. საქართველოს ნაკრებს 2026 და 2028 წლებში ბე დივიზიონში მოუწევს ასპარეზობა.