პირველი ქართული პროფესიული ფრენჩაიზი "შავი ლომი" ახალ, ისტორიულ სეზონს იწყებს. წელს ჩვენი გუნდი ზედიზედ ორ ევროპის საკლუბო ტურნირს ითამაშებს.
10 დღეში იწყება რაგბი ევროპის სუპერთასის მესამე გათამაშება, რომლის გამარჯვებული ზედიზედ ორჯერ "შავი ლომი" გახდა და წელს ტიტულის დაცვას ეცდება, რის შემდეგაც, პირველად ისტორიაში, ქართული გუნდი ევროპის ჩელენჯ თასში ჩაერთვება.
"შავი ლომის" მთავარი მწვრთნელი რაგბი ევროპის სუპერთასზეც და შემდეგაც "ჩელენჯ ქაფზე" ლევან მაისაშვილი იქნება.