კვარაცხელიას საგოლე გადაცემით „ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგაზე  „უნიონი“ დაამარცხა 

25 ოქტომბერი 2023, 10:26 482 ნახვა

ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე გადაცემით „ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგაზე ბერლინში „უნიონი“ დაამარცხა. ქართველის პასით მატჩის ერთადერთი გოლი ჯაკომო რასპადორიმ გაიტანა. ქართველმა თავდამსხმელმა ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება მიიღო.

ხვიჩა კვარაცხელიას საფეხბურთო პორტალებმა უმაღლესი შეფასებები დაუწერეს. რაც მთავარია, 22 წლის ფეხბურთელი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ტურნირის ორგანიზატორმა, უეფა-მ აღიარა და სპეციალური ჯილდო გადასცა.

სხვა მატჩები კი ასე დასრულდა: ბრაგა-რეალი 1:2; გალათასარაი-ბაიერნი 1:3; მანჩესტერ იუნაიტედი-კოპენჰაგენი 1:0; ლანსი-ეინდჰოვენი 1:1; სევილია-არსენალი 1:2; ინტერი-ზალცბურგი 2:1; ბენფიკა-სოსიედადი 0:1.

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის კიდევ რვა შეხვედრა გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში