ვაჟა მარგველაშვილი აბუ დაბის გრანდ სლემის ჩემპიონია 

25 ოქტომბერი 2023, 10:05 465 ნახვა

არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში ძიუდოს გრანდ სლემი დაიწყო. პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების სამმა წევრმა – ლუხუმ ჩხვიმიანმა, ვაჟა მარგველაშვილმა და ალეკო კასრაძემ იასპარეზეს, რომელთაგან მარგველაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა. 

მარგველაშვილმა ოქროს მედლისთვის დაპირისპირებაში უზბეკ ტილოლოვს დამატებით დროში ვაზარით სძლია და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი მედალი მოუტანა.

დღეს ტატამიზე კიდევ სამ ქართველ ძიუდოისტს ვიხილავთ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი