ნიკა ამაშუკელი „ბრინჯაოს ფინალში“ მთავარი მსაჯის ასისტენტი იქნება 

24 ოქტომბერი 2023, 14:04 464 ნახვა

საფრანგეთში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე ორი თამაში დარჩა ჩასატარებელი – 27 ოქტომბერს „ბრინჯაოს ფინალში“ არგენტინისა და ინგლისის ნაკრებები მესამეადგილოსანს გამოავლენენ, 28 ოქტომბერს კი ახალი ზელანდიისა და სამხრეთ აფრიკის შეხვედრაში მსოფლიო ჩემპიონის ვინაობა გაირკვევა.

მესამე ადგილისთვის მატჩში მთავარი არბიტრის, ავსტრალიელი ნიკ ბერის პირველი ასისტენტი ქართველი ნიკა ამაშუკელი იქნება. ეს იქნება ამაშუკელის მერვე შეხვედრა მიმდინარე მსოფლიო თასზე.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი