ტექსასის შტატში ფიგურული ციგურაობის საერთაშორისო ფედერაციის სეზონის პირველი გრან პრი „სკეიტ ამერიკა“ დასრულდა. ქართველ მოციგურავეთაგან ამ ტურნირზე მხოლოდ ერთმა, ნიკა ეგაძემ იასპარეზა.
ნიკა ვაჟთა ერთეულებში გამოვიდა და კვარცხლბეკზე ასვლამდე სულ ცოტა დააკლდა. მოკლე პროგრამაში ნიკა ეგაძემ 12 მონაწილეს შორის მეხუთე პოზიცია დაიკავა. თავისუფალ ციგურაობაში ქართველი მონაწილე ასევე მეხუთე იყო.
ორჭიდის ჯამში 21 წლის მოციგურავე საბოლოოდ, მეოთხე ადგილზე გავიდა. გრან პრის მეორე ეტაპი „სკეიტ კანადა“ 27-29 ოქტომბერს ვანკუვერში ჩატარდება. ის ქართველთა გარეშე ჩაივლის.