გვესმის მიზეზი, რის გამოც საქართველოს ხელმძღვანელობა თავს იკავებს, რომ ამ „ექვსეულს“ შეუერთდეს, შევთანხმდით, რომ მათთვის კარი ღია რჩება - ლავროვი 3+3-ის ფორმატზე

24 ოქტომბერი 2023, 12:51 674 ნახვა

საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედება, უპირველეს ყოვლისა, ძირეული ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს, რაც გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ 3+3-ს სრულფასოვანი ფორმატი, შესაძლოა, ახლო მომავალში ამოქმედდეს, - ამის შესახებ თეირანში 3+3-ის პლატფორმის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისივე თქმით, თეირანში გამართული 3+3-ის ფორმატის შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ იმაზე, რომ საქართველოსთვის პლატფორმის კარი ღია რჩება.

"ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ საქართველოსთვის ჩვენს ფორმატში კარი ღია რჩება. გვესმის მიზეზი, რის გამოც საქართველოს ხელმძღვანელობა ჯერ თავს იკავებს, რომ ამ „ექვსეულს“ შეუერთდეს. ვაფასებთ, რომ თბილისი გამოდის ამის მომავალში გაკეთების შესაძლებლობიდან, რამდენადაც გვესმის. ყველა გარემოებაში საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების ყველა ქმედება, უპირველეს ყოვლისა, ძირეული ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს, როგორც მათ არაერთხელ დაუმტკიცებიათ. ეს გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ 3+3-ს სრულფასოვანი ფორმატი, შესაძლოა, ახლო მომავალში ამოქმედდეს“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

თეირიანში გამართული 3+3-ის ფორმატის შეხვედრის შემდგომ მიღებული ერთობლივი კომუნიკეს თანახმად, 3+3-ის ფორმატის შეხვედრის მონაწილეები აცხადებენ რომ პლატფორმა ღიაა საქართველოს თანასწორუფლებიანი მონაწილეობისთვის.

შეგახსენებთ, 22 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ე.წ. 3+3-ის ფორმატის შეხვედრაში საქართველო მონაწილეობას არ მიიღებდა. 

ე.წ. 3+3-ის ფორმატის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ეკუთვნის. აღნიშნული ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა მოსკოვში 2021 წლის 10 დეკემბერს გაიმართა. მასში თურქეთთან ერთად მონაწილეობენ რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ირანი. საქართველოს ოფიციალური პოზიციაა, რომ, რუსეთის ფაქტორის გამო, აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობას არ მიიღებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი