არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, რას ალ ხაიმას საემიროში 25 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატი მინი ფეხბურთში, რომელშიც საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრებიც ითამაშებს. ტურნირზე სულ 32 გუნდი მონაწილეობს.
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ერთ-ერთ ურთულეს ჯგუფში მოხვდა, სადაც მექსიკასთან, გვატემალასთან და ირლანდიასთან ერთად იასპარეზებს.
აქართველოს ნაკრების მეტოქე მექსიკა მოქმედი ჩემპიონია. ჩვენი გუნდი ტურნირის პირველ შეხვედრას ხუთშაბათს, 26 ოქტომბერს გვატემალასთან გამართავს. მეორე მატჩში გუნდი 28 ოქტომბერს მექსიკას დაუპირისპირდება, ხოლო მესამეში, 30 ოქტომბერს ირლანდიას.