კაპრეშუმში გზის რეაბილიტაციის მოთხოვნა 

20 ოქტომბერი 2023, 11:15 616 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობა'' კაპრეშუმში საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენას ითხოვს. მიშა ბოლქვაძის განცხადებით, აგარა-კაპრეშუმის დამაკავშირებელ გზას მდინარე ყოროლისწყალმა საძირკველი 2016 წელს გამოაცალა, გზის აღნიშნული მონაკვეთი ყოველ გაწვიმებისას ვიწროვდება, გადაადგილება კი იზღუდება. 

ოპოზიცია დაზიანებული გზის აღდგენას და დამცავი გაბიონის მშენებლობას ითხოვს, ამბობენ, რომ აგარა-კაპრეშუმის გზით 500-მდე ოჯახი სარგებლობს და ალტერნატიული გზა არ აქვთ.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ  გზის აღდგენითი  სამუშაოები დაწყებულია და უახლოეს პერიოდში დასრულდება. სამუშაოები  მოვლა-შენახვის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი