დღეს ბათუმში ცნობილი ეთნოლოგის და ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის იზოლდა სამსონიას მემორიალური დაფა გაიხსნა. იზოლდა სამსონიამ თავისი ცხოვრება მეცნიერებას დაუკავშირა, ის სამოცამდე მეცნიერული ნაშრომისა და რამდენიმე მონოგრაფიის ავტორი იყო. მემორიალური დაფის გახსნას ოჯახის წევრებთან ერთად იზოლდა სამსონიას თანამშრომლები, კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.