თურქეთის ქალაქებში პალესტინის მხარდამჭერი აქციები გაიმართა

19 ოქტომბერი 2023, 10:59 566 ნახვა

სტამბოლში ისრაელის და აშშ-ის საკონსულოებთან ასობით თურქმა დემონსტრანტმა ისრაელის საწინააღმდეგო დემონსტრაცია გამართა და ღაზის სექტორში საავადმყოფოს დაბომბვა დაგმო, რომელმაც ასობით ადამიანი იმსხვერპლა.

მთელი ღამის განმავლობაში მომიტინგეები პალესტინის დროშებით გამოდიოდნენ და სკანდირებდნენ ისრაელის საწინააღმდეგო ლოზუნგებს.

საპროტესტო აქციები  თურქეთის ათამდე ქალაქში გაიმართა, მათ შორის ისრაელის საელჩოს წინ დედაქალაქ ანკარაში. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიფ ერდოღანმა ღაზის საავადმყოფოში აფეთქების შედეგად დაღუპული პალესტინელების გამო ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი