ბათუმში გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.
კომისიამ უნდა შეიმუშავოს და დაამტკიცოს სამოქმედო გეგმა, რომელშიც გაწერილი იქნება ქალთა უფლებების დაცვისა და ეკონომიკურად გაძლიერების სტრატეგია.