ვეტერანთა დღე ბსუში

17 ოქტომბერი 2023, 18:11 606 ნახვა

ვეტერანთა დღე აღნიშნეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც. კვირეულის ფარგლებში სტუდენტებისთვის სხვადასხვა აქტივობა გაიმართა.  მათ შორის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამმართველოს ინციატივით, ვეტრანებს შორის მკლავჭიდსა და ნარდში სპორტული შეჯიბრება გაიმართა.  ასევე,  თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის პოლკოვნიკი და მაიორები სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრაზე  ახალგაზრდებმა თავდაცვისუნარიანობის საკითხებთან დაკავშირებით რეკომენდაციები  მიიღეს.  ღონისძიების მიმდინარეობისას კიდევ ერთხელ გაიხსნეს ომის ისტორიები და ქართველი მებრძოლები, რომელთა გმირობის ამსახველი  ვიდეო-რგოლების ჩვენებაც შედგა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში