საკალათბურთო კლუბმა "ბათუმმა" "სუპერლიგის" ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო.
პირველ ტურში ბათუმელები გასვლაზე გურჯაანში ადგილობრივ კლუბს შეხვდნენ და მეტოქე 76-80 დაამარცხეს.
მატჩში ყველაზე მეტი 19 ქულა "ბათუმის" წევრმა დაველ რობმა ჩააგდო.
მეორე ტურში "ბათუმი" შინ 29 ოქტომბერს "ივერიონს" უმასპინძლებს.