აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი თელ-ავივში ჩავიდა, სადაც ის ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და ისრაელის ომის მართვის კაბინეტს შეხვდება. ამერიკელი დიპლომატი ისრაელში გასულ კვირას იმყოფებოდა.
ის ქვეყანაში „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, მხარდაჭერის გამოსახატად ჩავიდა.
სახელმწიფო მდივანი ისრაელის შემდეგ იორდანიას, კატარს, ბაჰრეინს, საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ეგვიპტეს ეწვია.