მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში რამდენიმე დღეა ფართომასშტაბიანი აქციები იმართება პალესტინელების მხარდასაჭერად. ლონდონის ტრაფალგარის მოედანზე პოლიციასა და დემონსტრანტების ჯგუფს შორის დაპირისპირება მოხდა.
დემონსტრაციის დასრულებისას პოლიციამ განაცხადა, რომ დააკავა შვიდი ადამიანი, მათგან ოთხი პირი სამართალდამცველებმა ნიღბის მოხსნაზე უარის გამო დააკავეს.
პალესტინელების მხარდამჭერი აქცია გაიმართა ავსტრალიაშიც, 2000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა სიდნეიში.
აქტიური საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან საპროტესტო აქციები გაიმართა საფრანგეთში, თურქეთში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში.