საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილი წირვა სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.
საზეიმო წირვას პრემიერ-მინისტრი საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
წირვის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა ტაძრის ეზოში ნეკერჩხლის ხე დარგო. სვეტიცხოვლის ტაძრის გამწვანება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის - ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობს.