"დასაქმების ხელშეწყობა პროფესიული მომზადება-გადამზადების გზით’’ დღეს, ქობულეთის კოლეჯ ,,ახალ ტალღა’’-ში, აჭარის დასაქმების სააგენტოს 2023 წლის ქვეპროგრამის ფარგლებში კურსდამთავრებულები დაჯილდოვდნენ.
სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს პროფესიული უნარების შეძენის მსურველ სამუშაოს მაძიებელთა მომზადებას, რომლებმაც რვა პროფესიული მომზადების პროგრამა წარმატებით გაიარეს. დასაქმების სააგენტოს წარმომადგენლებმა, პროფესიულ კოლეჯში არსებული ლაბორატორიები დაათვალიერეს და გაეცნენ სასწავლო პროცესს.
პროექტის ფარგლებში სასწავლო კურსი დაასრულა 48-სტუდენტმა, აქედან შრომით ბაზარზე უკვე დასაქმდა 38-სტუდენტი.