სარფში არადეკლარირებული საქონლის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთა - შემოსავლების სამსახური

13 ოქტომბერი 2023, 15:45 562 ნახვა

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე-ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატრანსპორტო საშუალების დეტალური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული საქონლის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ საბოლოოდ, 18 648 ლარი შეადგინა.

საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გადაეცა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში