ისრაელში მსოფლიო ლიდერები ჩადიან 

13 ოქტომბერი 2023, 10:38 420 ნახვა

ისრაელში ოფიციალური ვიზიტით სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ჩადიან. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ისრაელში ჩავა თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი, რომელიც შეხვედრებს გამართავს.

შეერთებული შტატები ადგილზე, კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას ისრაელის მიმართ. ამასთან ოფიციალური ვიზიტების ფარგლებში დღესვე ისრაელში ჩავლენ ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები.

ასევე შტატების სახელმწიფო მდივანი აგრძელებს შეხვედრებს და ისრაელიდან იორდანიაში ჩავიდა, სადაც ენტონი ბლინკენი მეფე აბდულა მე-2-ს და პალესტინის ხელისუფლების პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდება. გავრცელებული ცნობით, ბლინკენი ასევე გაემგზავრება ეგვიპტესა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებშიც.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში