ისრაელმა ღაზის სექტორში ისლამური უნივერსიტეტი დაბომბა

11 ოქტომბერი 2023, 11:51 516 ნახვა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა  საჰაერო იერიში მიიტანეს ღაზის ისლამურ უნივერსიტეტზე.  ჰამასისა და ისრაელის   სასტიკი თავდასხმები უკვე  მეოთხე დღეა არ წყდება. გასული ღამით ცახალმა ღაზის სექტორში 200-მდე სამიზნე დაბომბა.

პალესტინის ხელისუფლების მონაცემებით, ისრაელის საჰაერო  დარტყმების შედეგად  განადგურებულია 1500-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით მედია წერს, რომ ღაზაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 950-ს გადააჭარბა, დაშავებულია 5 ათასამდე ადამიანი.

მსხვერპლთა უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა. ისრაელში ჰამასის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათას  200-ს აღწევს, დაშავებულია 2 ათას 700-ზე მეტი. 

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ისრაელის ტერიტორიაზე, ამ დროისთვის, „ჰამასის“ სულ მცირე ათას 500 მებრძოლია ლიკვიდირებული. ისრაელი შესაძლო სახმელეთო შეტევისთვის ემზადება. სექტორის საზღვართან 300 ათასი ჯარისკაცია განლაგებული.

ჰამასის ყოფილმა ლიდერმა მთელ არაბულ სამყაროს პალესტინელების მხარდასაჭერად პარასკევს საპროტესტო აქციების გამართვისა  და ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვისკენ მოუწოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი