წმინდა სინოდის სხდომა 9 მარტს გაიმართება

04 მარტი 2017, 00:00 1853 ნახვა

საპატრიარქოში მიმდინარე პროცესები და დეკანოზ მამალაძის საქმე – სავარაუდოდ სწორედ ამ საკითხებს განიხილავენ სინოდის სხდომაზე, რომელიც 9 მარტს დღის 12 საათზეა ჩანიშნული. რაც შეეხება დაკავებულის ზიარებას, დეკანოზ გიორგი თევდორაშვილის განცხადებით საკითხი სავარაუდოდ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის თბილისში ჩასვლის შემდეგ გადაწყდება. მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის მდივანი კი ამბობს, რომ ეს მეუფე დიმიტრიზე არ არის დამოკიდებული. ჯერ - ჯერობით უცნობია როდის განახლდება დეკანოზის დაკითხვა. ადვოკატები მისი ოჯახის უსაფრთხოების უზრუნველყოფას მოითხოვენ. უსაფრთხოების საკითხის გასარკვევად გუშინ ოჯახის წევრები ადვოკატის ინფორმაციით პროკურატურაში იმყოფებოდნენ. პროკურატურაში საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი