აჭარაში მცხოვრებ, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონ ქალ მოჭადრაკეებს დღეს განათლების მინისტრი შეხვდა.
მაია ხაჯიშვილმა მოჭადრაკეებს მიმდინარე წელს მოპოვებული გამარჯვებები მიულოცა და აჭარაში ჭადრაკის განვითარებასა და უწყების სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
რეგიონის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტისა და მსოფლიო ჩემპიონის სალომე მელიას თქმით, მიმდინარე წელს, მოჭადრაკეებმა არაერთი გამარჯვება მოიპოვეს, ამიტომ, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან სპორტსმენების მხარდაჭერა.
განათლების მინისტრმა სალომე მელიას, მარიამ ცეცხლაძესა და კესარია მგელაძეს სამომავლოდ შეჯიბრებებზე გამარჯვება უსურვა.