''ჰამასის'' თავდასხმების შედეგად 800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა - ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულია 2 506 ადამიანი, მათგან 23-ის მდგომარეობა კრიტიკულია, 353-ს კი სერიოზული დაზიანებები აქვს.
გატაცებულია 100-ზე მეტი ადამიანი.