ისრაელმა რეზერვისტების რეკორდული რაოდენობა გამოიძახა და თავდასხმაზე გადადის

09 ოქტომბერი 2023, 15:08 576 ნახვა

ისრაელი აკონტროლებს ყველა დასახლებულ პუნქტს და ამჟამად ისრაელის მიწაზე ბრძოლები არ მიმდინარეობს. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა. მანვე აღიარა, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ რჩებიან ჰამასის მებრძოლები.

ჰამასის თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელმა არმიის რეკორდული 300 ათასი რეზერვისტის მობილიზება გამოაცხადა და შეტევაზე გადადის - განაცხადა ცახალის წარმომადგენელმა. ისრაელის ავიაცია ბომბავს  სამიზნეებს ღაზაში, ხოლო სახმელეთო  ჯარი ცდილობს პალესტინელი ბოევიკების მიერ დაკავებულ სასაზღვრო სოფლებსა და ქალაქებზე კონტროლის დაბრუნებას.

ჰაგარის თქმით,  ამ დასახლებებზე კონტროლი აღდგენილია, მაგრამ ცალკეული შეტაკებები გრძელდება, რადგან ზოგიერთი ბოევიკი აგრძელებს შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევას. 

თავის მხრივ, „ჰამასმა“ ისრაელის ორი ქალაქის, აშდოდისა და აშკელონის მიმართულებით კიდევ 150 რაკეტა გაისროლა, ამის შესახებ „ბოევიკების“ დაჯგუფების განცხადებაშია აღნიშნული.

მათი მტკიცებით, რაკეტები ისრაელის საჰაერო თავდასხმების საპასუხოდ გაუშვეს. „ჰამასმა“ მანამდე განაცხადა, რომ იერუსალიმისა და თელ-ავივისკენ რაკეტები გაუშვეს. აღნიშნულ ქალაქებში სირენების ხმა ისმოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი