„დაასრულეთ აშშ-ის დახმარება“ და „წინააღმდეგობა არ არის ტერორიზმი“ - ამ შინაარსის ბანერებით ნიუ-იორკში თაიმს-სქვერზე ათობით ადამიანი შეიკრიბა და აშშ-ის მიერ ისრაელის მხარდაჭერა გააპროტესტა.
ნიუ-იორკის გუბერნატორმა დაგმო მსგავსი დემონსტრაციები. მანამდე პენტაგონის შეფმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ ისრაელის მხარდასაჭერად ათობით სამხედრო გემს გაგზავნის რეგიონში. პალესტინელების მხარდამჭერი აქცია გაიმართა ვაშინგტონში თეთრი სახლის წინაც.
„გაუმარჯოს რევოლუციას“ და „თავისუფალი პალესტინა“ - სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები და აცხადებდნენ, რომ ამაყი არიან პალესტინელთა წინააღმდეგობით, თუმცა შიშობენ, რომ ღაზის სექტორში ძალადობას კიდევ უფრო მეტი მსხვერპლი მოჰყვება.