უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 37 საბრძოლო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

09 ოქტომბერი 2023, 10:05 509 ნახვა

სული დღის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 37 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსულმა ძალებმა 6 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 29-ჯერ გაუხსნეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მორიგი იერიში უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანა. 

გენშტაბის ცნობით, სუმის, ხარკოვის, ლუჰანსკის, დონეცკის, ზაპორიჟიასა და ხერსონის რაიონების 90-ზე მეტი დასახლება საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა.

გენშტაბის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციას მელიტოპოლის მიმართულებით და ნაწილობრივ წარმატებას აღწევენ ზაპოროჟიეს რაიონის ვერბოვოის დასავლეთით მდებარე რაიონებში. ასევე, უკრაინელი ჯარისკაცები ახორციელებენ შეტევითი ოპერაციებს ბახმუტის მიმართულებით და ნაწილობრივ წარმატებას აღწევენ კლეშჩეევკასა და ანდრეევკას რაიონებში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი