საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა 9 მარტს 12.00 საათზე გაიმართება - ინფორმაციას საპატრიარქოს პრესსამსახური ავრცელებს. სინოდის სხდომაზე სავარაუდოდ საუბარი იქნება დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე, ასევე საპატრიარქოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე. რაც შეეხება დაკავებულის ზიარებას, დეკანოზ გიორგი თევდორაშვილის განცხადებით საკითხი სავარაუდოდ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის თბილისში ჩასვლის შემდეგ გადაწყდება. მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის მდივანი კი ამბობს, რომ ეს მეუფე დიმიტრიზე არ არის დამოკიდებული. თამარ ჩხაიძის განცხადებით მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი სინოდის სხდომას დაესწრება. სავარაუდოდ სხდომაზე გადაწყდება ზიარების საკითხიც.