რუსთავი 2-ის შენობასთან სიმშვიდეა. აქცია გუშინ შეწყდა. აიღეს კარვებიც. თუმცა სამაუწყებლო კომპანიასთან დილიდან მივიდნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ასევე სხვა მოქალაქეები. უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველის აპარატმაც. გუშინ გახდა ცნობილი რომ გადაწყვეტილების აღსრულება ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დროებით, 8 მარტამდე შეაჩერა. მხარეა საქართველოს მთავრობა. ცნობილია რომ რუსთავი 2-ის სარჩელს პრიორიტეტი მიენიჭა და მას სტრასბურგი საქართველოდან გაგზავნილ ყველა სხვა სარჩელზე ადრე განიხილავს.