ოკუპანტი აგრძელებს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას. დილას მტერმა იერიში მიიტანა ხარკოვზე სადაც წინასწარი მონაცემებით დაშავდა 16 ადამიანი. დაიღუპა 10 წლის ბიჭი.
აფეთქებები იყო ქალაქის ცენტრში. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით გასული დღის განმავლობაში მტერმა 65 საჰაერო და 37 სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.
110-ზე მეტი დასახლება ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ლუჰანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ცეცხლის ქვეშ მოხვდა.
ამასთან, გუშინ ხარკოვის ოლქზე განხორციელებული იერიშის შედეგად 51 ადამიანი დაიღუპა. ცნობისთვის, ომის დაწყების დღიდან რუსეთმა 281 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა.