ტრენინგი ტურიზმის, სასტუმრო და რესტორნის სერვისის სექტორის მენეჯერებისა და სპეციალისტებისთვის. შეხვედრაზე გერმანიიდან მოწვეულმა ტრენერმა საერთაშორისო ტურიზმის სექტორში მომსახურების ხარისხის მართვის თანამედროვე ხედვებზე, სხვადასხვა ტიპის სერვის ორგანიზაციების მართვის ეფექტურ სტრატეგიებსა და მომსახურების პროცესებზე ისაუბრა. პროგრამის ორგანიზატორი საქართველოსა და მიუნხენის, ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატებია.