ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ექადიის უბანთან დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მონაკვეთი ჩავარდა. სტიქიის გამო ადიდებული მდინარე ბჟუჟი კალაპოტიდან გადმოვიდა და ხიდი დააზიანა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხიდი მანამდეც ავარიული იყო, მაგრამ მისი რეაბილიტაცია ამ დრომდე არ მომხდარა.
საავტომობილო ხიდი და გზა ჯებირებით და დამცავი ყვითელი ლენტით არის გადაკეტილი, სადაც მოძრაობა აიკრძალა.
ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ პირველადი შეფასება უკვე მოხდა დაზისნებული ხიდის მონაკვეთზე. მალე დაიწყება ხიდის პროექტირება და აღდგენის პროცედურა. მოსახლეობას კი გადაადგილება ალტერნატიული გზით შეუძლია, კონკრეტულად, წმინდა გიორგის ქუჩის გავლით. აღნიშნული უბანი ოზურგეთის ქალაქის ნაწილს მიეკუთვნება.