ქვეყანაში და რეგიონში არსებული უსაფრთხო გარემოს და სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის გაცნობა - ამერიკის ეროვნული ომის კოლეჯის კურსანტები ბათუმში არიან. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დელეგაციის წევრებს რეგიონში არსებულ სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ მდგომარეობაზე ესაუბრა. შეხვედრას აშშ-ს საზღვაო ძალების ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი ესწრებოდა.