დედაქალაქის მთავარი დღესასწაული "თბილისობა" გრძელდება - ქუჩებში კი საზეიმო განწყობა დილიდან შეინიშნება. თბილისობა 2023 მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნება.
გასტრონომიული ფესტივალი, სამეწარმეო მარკეტი, ღვინის დეგუსტაცია, მასტერკლასები და, რა თქმა უნდა, სახალისო აქტივობები ბავშვებისთვის- პროგრამის ჩამონათვალი ვრცელია.
გასართობი ღონისძიებები კი ძირითადად სამ ლოკაციაზე- აბანოთუბანში, ორბელიანის მოედანსა და რიყის პარკშია მოწყობილი.
ტრადიციულად, გაიმართა საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონიაც. ახალი წოდება კიდევ 26 ადამიანს მიენიჭა.