ბულინგის სავარაუდო ფაქტი სკოლაში

30 სექტემბერი 2023, 18:02 648 ნახვა

იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლის მიმართ სავარაუდო ბულინგის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება იძულების მუხლით დაიწყო, თუმცა, შესაძლოა აღნიშნული მუხლი,  გადაკვალიფიცირდეს.

ადვოკატის ინფორმაციით, თანაკლასელები მე-9 კლასის მოსწავლეზე  სისტემატიურად ძალადობდნენ.  უფლებადამცველი  ავრცელებს წერილს, რომელიც სუიციდისკენ მოწოდებას და მუქარის შინაარსს შეიცავს.  

არასრულწლოვანი მოსწავლის ოჯახის ინფორმაციით, გოგონამ  წერილი ჩანთაში იპოვა იმ ნივთან ერთად, რომლითაც როგორც წერილში წერია, თვითდაზიანებები უნდა მიეყენებინა.

უფლებადამცველის განცხადებით, ბულინგის შესახებ იცოდა სკოლის ადმინისტრაციამ, თუმცა პოლიცია საქმეში მხოლოდ იურისტის მიმართვის საფუძველზე ჩაერთო. დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვს სკოლის მოსწავლის ოჯახი.

სკოლაში მოსწავლის მიმართ ბულინგის საქმეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება. უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სამინისტროს შიდა აუდიტმა უკვე დაიწყო მოკვლევა და სკოლის დირექტორის, ან ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლების მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტებს სწავლობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი